- პროექტის სახელწოდება: შობა ახალი წელი საქართველოსა და ევროპაში.
- პროექტის მთავარი იდეა:საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში შობა ახალი წლის ტრადიციების შესწავლა გაანალიზება.
- პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მოიძიებენ ტექსტურ მასალებს საქართველოსა და ევროპის საახალწლო ტრადიციების შესახებ, ინგლისურ ენაზე ინტერნეტის საშუალებით. აგრეთვე მოიძიებენ ვიდეომასალებს და ფოტოებს მოემზადებიან საახალწლო ღონისძიებისთვის საახალწლო ლექსებითადა სიმღერებით
- პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნების საახალწლო ტრადიციებს, შეადარებენ ერთმანეთს, მსგავსებასა და განსხვავებას. მოსწავლეები აკეთებენ დასკვნებს საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში როგორ ვლინდება საახალწლო ხასიათი.
- მონაწილეთა ასაკი: VIII-კლასი.
- ვადები/ხანგრძლივობა:(3-კვირა).
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნების საახალწლო ტრადიციებზე ფოტოალბომის შექმნა, ვიდეომასალების პრეზენტაცია.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:დაფა, ცარცი,რვეული,საწერკალამი,კომპიუტერი,საახალწლო ნაძვის ხე, ფერადი ნათურები და სხვადასხვა ფერადი სათამაშოები.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):მასწავლებელი ქმნის ჯგუფს, გაანაწილებს დავალებებს, მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას საქართველოსა და ევროპის ქვყნების ტრადიციებზე და აკეთებენ პრეზენტაციას.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: უცხ.დ.IV.16. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის
(მაგ.,დღესასწაულების, თანაკლასელების ნახატების /ნაკეთობების
გამოფენის მოწყობა, სპექტაკლის დადგმა, უცხოური სამზარეულოს სხვებისთვის
გაცნობა და სხვა) განხორციელება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:· მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს;· გუნდის წევრებთან და მასწავლებელთან ერთად გეგმავს პროექტის განხორციელების ეტაპებს;· გუნდის წევრებისა და მასწავლებლის დახმარებით განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;· გუნდის თითოეულ წევრთან ერთად ასრულებს მისთვის მიკუთვნებულ ფუნქციას;· მასწავლებლის, მშობლის ან სხვა პირის დახმარებით მოიძიებს სათანადო რესურსებს;· გუნდის წევრებისა და მასწავლებლის დახმარებით შეარჩევს და დაამუშავებს მოძიებულ მასალას;· მასწავლებლის დახმარებით აუმჯობესებს და ასრულებს პროექტს.
- პროექტის ხელმძღვანელი : თამარ როგავა.
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tamarrogava@gmail.com
- პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: tamarrogava.blogspot.com
Friday, July 3, 2015
პროექტი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)


No comments:
Post a Comment